შალვა ქიქოძე
XX საუკუნის ცნობილი ქართველ საზოგადო მოღვაწეების კარიკატურები კერძო კოლექციიდან
შალვა ქიქოძე

(1894 - 1921)

ფერმწერი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი.

 სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში.
1914 წელს ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
1916 - 1918 წლებში სწავლას აგრძელებს მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში.
მოსკოვსა და თბილისში თანამშრომლობდა თეატრალურ და იუმორისტულ ჟურნალებთან, პერიოდულ გამოცემებთან, აქვეყნებდა საზოგადო მოღვაწეთა კარიკატურებსა და შარჟებს. მოღვაწეობდა თეატრში. აქტიურად მონაწილეობდა „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ საქმიანობაში.
1919 წელს „ქართველ ხელოვანთა საზოგადოებამ“ სასწავლებლად პარიზში მიავლინა. იქ გატარებული წლები ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა შალვა ქიქოძის შემოქმედებისთვის.
1921 წელს დავით კაკაბაძესა და ლადო გუდიაშვილთან ერთად გამოფინა ნამუშევრები გალერეში „La Licorne“.
1921 წელს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, შალვა ქიქოძე გერმანიაში გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ქალაქ ფრაიბურგში.