2018 წლის ფინალური გამოფენა "კოლექციონერი" - გალერეის 26 წლისთავს აღნიშნავს
ბაია გალერეა / ყოფილი გალერეა "ორიენტი"/ დაარსდა 1992 წელს, თბილისში.
ის პირველი, დღემდემოქმედი კერძო გალერეაა.
2000 წელს შეიცვალა სახელწოდება.
1992 - 2018 წწ. გალერეა მუშაობდა შარდენის ქუჩაზე. ამჟამად დროებით ვიმყოფებით მთაწმინდაზე, ინგოროყვას 19ა.
2019 წლის მაისიდან გალერეა მუშაობას განაგრძობს ახალ საგამოფენო სივრცეში, რაზმაძის ქუჩაზე.

გამოფენა XX - XXI საუკუნე ქართული ხელოვნება. კულტურული მემკვიდრეობა კერძო კოლექციებიდან: პეტრე ოცხელი, დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, კირილე ზდანევიჩი, კორნელი სანაძე, სერგო ქობულაძე, ფელიქს ვარლამიშვილი, ირაკლი ფარჯიანი, მერაბ აბრამიშვილი, გაიანე ხაჩატრიანი, გოგი ჩაგელიშვილი, იური ბერიშვილი, ირაკლი სუთიძე, ოლეგ ტიმჩენკო, ლევან ხარანაული, კოტე სულაბერიძე, ნინო ყიფშიძე, გურანდა ქლიბაძე, გიორგი გაგოშიძე.