ელენე ახვლედიანი
(1901 - 1975)

ფერმწერი, გრაფიკოსი,
თეატრისა და კინოს მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი.

1960 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ სახალხო მხატვრის წოდება.
1971 წელს გახდა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.

1918 წელს სწავლობდა ნიკოლოზ სკლიფასოვსკის სამხატვრო სტუდიაში, მიიღო ხატვის მასწავლებლის სერთიფიკატი.
1919 წელს მონაწილეობდა ქართველ მხატვართა პირველ და მეორე გამოფენებში, “დიდების ტაძარი”, თბილისი.
 1922 წლიდან სწავლას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე, გიგო გაბაშვილის ჯგუფში.
 ამავე წელს მიემგზავრება იტალიაში, სადაც ორი წელი მუშაობს, ხოლო 1924 წლიდან სწავლას აგრძელებს პარიზში იტალიელი მოქანდაკის ფილიპო კოლაროსის აკადემიაში და მონაწილეობას იღებს გამოფენებში.
1925 - 1927 წლებში მონაწილეობს „დამოუკიდებელთა სალონის“ და „საშემოდგომო სალონის“ გამოფენებში.
1926 წელს გალერეაში “Quatre Chemins” ელენე ახვლედიანის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჰქონდა გამოფენები თბილისში, თელავსა და ქუთაისში.
მუშაობდა კოტე მარჯანიშვილთან ქუთაისის თეატრში, აგრეთვე თბილისის, მოსკოვის, კიევის, ლენინგრადის თეატრებში, გაფორმებული აქვს 70-მდე სპექტაკლი.
1950-იანი წლებიდან მოღვაწეობს კინომხატვრობაში, ასრულებს კოსტიუმების ესკიზებს ფილმებისთვის: „ჭრიჭინა“, „ეთერის სიმღერა“, „შეწყვეტილი სიმღერა“, მოგვიანებით ესკიზებს სერგო ფარაჯანოვის ფილმისთვის „ბროწეულის ფერი“ (განუხორციელებელი დადგმა).
1950-იანი წლების ბოლოს მოგზაურობს ბალტიისპირეთსა და ჩეხოსლოვაკიაში, ქმნის ტალინისა და ბრატისლავას პეიზაჟების სერიას.
1960-იანი წლებიდან აღადგენს 1920-იან წლებში ბორის ფოგელის მიერ დაწყებულ ტრადიციას - მხატვრების ჯგუფთან ერთად მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მუშაობენ პლენერზე, აწყობენ საანგარიშო გამოფენებს.